Tuesday, July 17, 2018

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო - "რობინ ჰუდი" 


ტრენინგის მსვლელობისას გავეცანით ბევრ საინტერესო საკითხს, მათ შორის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს პროექტის შეფასების თუ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკებს, რაც დამეხმარება მოსწავლეებთან უკეთესი აქტივობების დაგეგმაში თუ შეფასებაში.                     მადლობა ქალბატონ ნინოს გაწეული შრომისთვის.
  

Sunday, July 15, 2018

მერვე დღე


  •  წიგნ Viewer-ში წავიკითხეთ ტექსტი ჩემი პროექტის საკვანძო შეკითხვებზე,როგორ გავშალო და გამოვიყენო
  • გავეცანი მზა პროექტის გეგმას ''კონკია'' და წავიკითხეთ პროცედურები
  • ჩამოვწერე ჩემი პროექტის საკვანძო საკითხები 
  • გავეცანი ფასილიტაციის ნიმუშებს. შევარჩიე ერთ-ერთი, გავაკეთე ადაპტირება და მოვარგე ჩემს თემას
  • პროექტის გეგმის პროცედურები გავწერეთ დეტალურად გეგმის შაბლონში

Saturday, July 14, 2018

მეშვიდე დღე


  • გეგმის შაბლონში შევავსე შეფასების მოკლე მინახაზი,რომელშიც აღვწერე შეფასების ის მეთოდები და ინსტრუმენტები,რომლებსაც პროექტის დროს გამოვიყენებ
  • მოცემული მეექვსე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.
  • შევქმენით შეფასების ფორმა რომელსაც გამოვიყენებთ მოსწავლეების თვითრეგულაციისა და თანამშრომლობითი ურთიერთობების შესაფასებლად
  • შევქმენი ჩემი ჟურნალი მოსწავლეთა მხარდაჭერა,რომ მოსწავლემ თავისი ცოდნა და უნარჩვევები დამოუკიდებლად მარეთოს.
  • წიგნმა Viewer -მა მასწავლა, რომ პროექტში ჩავრთო სამი ტიპის მოსწავლე ნიჭიერი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე და არაქართულენოვანი

Friday, July 13, 2018

მეექვსე დღე




  • მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული  შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ავტვირთეთ ბლოგზე 
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევუფასეთ ერთმანეთს შეფასების რუბრიკის გამოყენებით 
  • პროექტის გეგმის შაბლონში შეფასების დროის ჩარჩოში შევიტანე ცვლილება ,ჩავამატეთ რუბრიკა (მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი)

Sunday, July 8, 2018

მეხუთე დღე




  • დავასრულეთ პროექტის პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე 
  • შევაფასეთ პროექტის პრეზენტაციის ნიმუში შეფასების რუბრიკის მიხედვით
  • პროექტის პრეზენტაციაში შევაფასეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,მიზნები და საკვანძო შეკითხვები.
  • გავეცანით საავტორო უფლებებს და შევინახეთ საავტორო უფლებების მარტივი შაბლონი.
  • ვისწავლეთ როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები
  • ვისწავლეთ საძიებო არეალის მოძებნის დავიწროვება 
  • გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს

Saturday, July 7, 2018

მეოთხე დღე


  •     ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა,როგორ გამომეყენებინა განმავითარებელი შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით 
  •     არსებობს შეფასების ხუთი სტრატეგია..ამ ხუთ სტრატეგიაში არსებობს მეთოდები და ინსტრუმენტები,ასევე ჩვენ შევქმენით ჩვენივე  ინსტრუმენტი,რომელითაც შეგვაფასებთ წინარე ცოდნას. 
  •      ელექტრონულ წიგნში გავეცანით პროექტის პრეზენტაციების შექმნის ნიმუშებს

Thursday, July 5, 2018

მესამე დღე

სტანდარტები და ინდიკატორები მოვარგეთ ჩვენს პროექტს
ყურადღება გავამახვილეთ 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევებზე და მოვარგეთ პროექტის მიზნებს
პროექტის მიზანი უნდა ეყრდნობოდეს სტანდარტს და პასუხობდეს 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს
პროექტს თან უნდა ახლდეს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.