Tuesday, July 17, 2018

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო - "რობინ ჰუდი" 


ტრენინგის მსვლელობისას გავეცანით ბევრ საინტერესო საკითხს, მათ შორის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს პროექტის შეფასების თუ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკებს, რაც დამეხმარება მოსწავლეებთან უკეთესი აქტივობების დაგეგმაში თუ შეფასებაში.                     მადლობა ქალბატონ ნინოს გაწეული შრომისთვის.
  

Sunday, July 15, 2018

მერვე დღე


  •  წიგნ Viewer-ში წავიკითხეთ ტექსტი ჩემი პროექტის საკვანძო შეკითხვებზე,როგორ გავშალო და გამოვიყენო
  • გავეცანი მზა პროექტის გეგმას ''კონკია'' და წავიკითხეთ პროცედურები
  • ჩამოვწერე ჩემი პროექტის საკვანძო საკითხები 
  • გავეცანი ფასილიტაციის ნიმუშებს. შევარჩიე ერთ-ერთი, გავაკეთე ადაპტირება და მოვარგე ჩემს თემას
  • პროექტის გეგმის პროცედურები გავწერეთ დეტალურად გეგმის შაბლონში

Saturday, July 14, 2018

მეშვიდე დღე


  • გეგმის შაბლონში შევავსე შეფასების მოკლე მინახაზი,რომელშიც აღვწერე შეფასების ის მეთოდები და ინსტრუმენტები,რომლებსაც პროექტის დროს გამოვიყენებ
  • მოცემული მეექვსე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.
  • შევქმენით შეფასების ფორმა რომელსაც გამოვიყენებთ მოსწავლეების თვითრეგულაციისა და თანამშრომლობითი ურთიერთობების შესაფასებლად
  • შევქმენი ჩემი ჟურნალი მოსწავლეთა მხარდაჭერა,რომ მოსწავლემ თავისი ცოდნა და უნარჩვევები დამოუკიდებლად მარეთოს.
  • წიგნმა Viewer -მა მასწავლა, რომ პროექტში ჩავრთო სამი ტიპის მოსწავლე ნიჭიერი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე და არაქართულენოვანი

Friday, July 13, 2018

მეექვსე დღე




  • მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული  შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ავტვირთეთ ბლოგზე 
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევუფასეთ ერთმანეთს შეფასების რუბრიკის გამოყენებით 
  • პროექტის გეგმის შაბლონში შეფასების დროის ჩარჩოში შევიტანე ცვლილება ,ჩავამატეთ რუბრიკა (მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი)

Sunday, July 8, 2018

მეხუთე დღე




  • დავასრულეთ პროექტის პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე 
  • შევაფასეთ პროექტის პრეზენტაციის ნიმუში შეფასების რუბრიკის მიხედვით
  • პროექტის პრეზენტაციაში შევაფასეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,მიზნები და საკვანძო შეკითხვები.
  • გავეცანით საავტორო უფლებებს და შევინახეთ საავტორო უფლებების მარტივი შაბლონი.
  • ვისწავლეთ როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები
  • ვისწავლეთ საძიებო არეალის მოძებნის დავიწროვება 
  • გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს

Saturday, July 7, 2018

მეოთხე დღე


  •     ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა,როგორ გამომეყენებინა განმავითარებელი შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით 
  •     არსებობს შეფასების ხუთი სტრატეგია..ამ ხუთ სტრატეგიაში არსებობს მეთოდები და ინსტრუმენტები,ასევე ჩვენ შევქმენით ჩვენივე  ინსტრუმენტი,რომელითაც შეგვაფასებთ წინარე ცოდნას. 
  •      ელექტრონულ წიგნში გავეცანით პროექტის პრეზენტაციების შექმნის ნიმუშებს

Thursday, July 5, 2018

მესამე დღე

სტანდარტები და ინდიკატორები მოვარგეთ ჩვენს პროექტს
ყურადღება გავამახვილეთ 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევებზე და მოვარგეთ პროექტის მიზნებს
პროექტის მიზანი უნდა ეყრდნობოდეს სტანდარტს და პასუხობდეს 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს
პროექტს თან უნდა ახლდეს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

Sunday, July 1, 2018

მეორე დღე

















ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლსა და პასუხისმგებლობაზე პროექტის დაგეგმვის დროს.მასწავლებელმა უნდა დაგეგმოს შედეგზე ორიენტირებული აქტივობები,რომლებიც ასევე განუვითარებს ბავშვებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
    ასევე შევქმენით პუბლიკაცია,რომელის დავასურათეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
   პუბლიკაცია შეიძლება შევქმნათ: კოლეგებისთვის,მშობლებისთვის, მოსწავლეებისთვის და ა.შ.

Saturday, June 30, 2018

პირველი დღე

პირველ დღეს სამი რამ რაც დამამახსოვრდა არის:
       1. პროექტი არის სამ ფაზიანი . ესენია: ა. პროექტი მუშაობის დაწყებამდე, ბ. პროექტი მიმდინარეობის პროცესში და გ.პროექტის  დასრულების შემდგომი პროცესი
       2.მნიშვინელოვანია პროექტის მომზადებისას საკვანძო საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება
       3. ბავშვები შევაფასოთ 5 მიმართულებით


აღმოვაჩინე, რომ პროექტის შექმნა სიღრმისეულად  არ მცოდნია.